ტაკერ კარლსონი დენაციფიკაციის ნარატივზე: ყველაზე სულელური რამაა, რაც კი ოდესმე მსმენია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არგუმენტებმა, რომლითაც მან ამერიკელ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში უკრაინასთან ომი გაამართლა, თავად ჟურნალისტის გაკვირვება გამოიწვია.

„მეგონა, რომ ეს იყო ყველაზე სულელური რამ, რაც კი ოდესმე მომისმენია. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს. დენაციფიკაცია? <…> მე ვუსმენდი ამას და ვფიქრობდი: "ეს არის ყველაზე სულელური და არადამაჯერებელი არგუმენტი. მე ვიჯექი და ვუსმენდი მის ლაპარაკს ნაცისტებზე რვა წუთის განმავლობაში,“ - აღნიშნა კარლსონმა ლექს ფრიდმანის პოდკასტში.


კარლსონის თქმით, თავად პუტინს სჯერა, რომ უკრაინას „ნაცისტები“ მართავენ, მაგრამ ამაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.

”მე მძულს ყველა ეს დისკუსია, რადგან ის არ არის რეალური. ეს უბრალოდ გზაა ვინმეს ასოცირების ბოროტ რეჟიმთან, რომელიც აღარ არსებობს,“ - აღნიშნა მან.


კარსლსონმა არ გამორიცხა, რომ პუტინი ზოგადად ნაციონალისტურ მოძრაობებს გულისხმობდა, რადგან თავად მას ეშინია მათი, რუსეთის ხალხების მრავალფეროვნების გამო. ამავდროულად, ჟურნალისტი დაეთანხმა ფრიდმანს, რომელმაც განაცხადა, რომ ნეონაცისტები უკრაინაში შეადგენენ მოსახლეობის „მცირე პროცენტს“ და „არ აქვთ ძალაუფლება“, ან გავლენა პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობაზე.


მთლიანობაში, ინტერვიუს შემდეგ კარლსონს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინი პიარში მაინცდამაინც ძლიერი არ არის.

„რადგან „არ იცის, როგორ მოყვეს საკუთარი ამბავი.“ მან გაიხსენა, რომ პუტინი 24 წელია, მართავს ქვეყანას, რასაც აქვს უარყოფითი მხარეები.

„ერთი არის ის, რომ შენ გახდი უცნაური და ავტოკრატი, რის გამოც, ჩვენ გვაქვს ვადის ლიმიტები. "ძალიან ცოტა მეფე არ გიჟდება სიბერეში," - დაასკვნა კარლსონმა.

ცნობისთვის, ტერმინი დენაციფიკაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა: ის გულისხმობს ნაციზმის (ფაშიზმის) აღმოფხვრას.